воскресенье, 7 ноября 2010 г.

ხაწირის ტყის საოცრებები

პროექტის სახელი: ხაწირის ტყის საოცრებები
პროექტის მიზანი: თიანეთის ფლორის გაცნობა, ბუნებაზე დაკვირვების უნარ-ჩვევების განვითარება, მოძიებული მასალის დახარისხება, მათი დამუშავება და მაკეტის ,,ხაწირის ტყედამზადება. ბუნების სიყვარულის, მისდამი მზრუნველობითი დამოკიდებულების გრძნობის ჩანერგვა, ტყეში არსებული სამკურნალო მცენარეების შეგროვება და წიგნის ,,ხაწირიე სამკურნალო მცენარეებიშექმნა. გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
პროექტის სრული აღწერა: ტყეში ექსკურსიაზე წასვლამდე მოსწავლეებს . გოგებაშვილის ,,საგანძურიდანწავუკითხავ ტყის მშვენიერებაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე. ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია ოჯახებში, მეზობლებსა თუ ახლობლებში ხაწირის ფლორის შესახებ.
მოვიწვევთ ბიოლოგიის მასწავლებელს, რომელიც ჩაატარებს საუბარს მოსწავლეებთან, დაგვეხმარება შესაბამისი ლიტერეტურითა თუ თვალსაჩინო მასალით, რომ სწორი მიმართულებით ჩავატაროთ კვლევა, და პროექტში ჩართოს უფროსი კლასის მოსწავლეები.
ტყიდან მოტანილი მასალით დავამზადებთ ჰერბარიუმებს, დავამუშავებთ ,,ტყის ნობათსდა დავამზადებთ მაკეტებს: ,,შემოდგომა ხაწირში”, ,,გაზაფხული ხაწირში”.
გამოვცემთ წიგნს სახელწოდებით ,,ხაწირის სამკურნალომცენარეები”. სადაც შესაბამის მასალას დართული ექნება ჩანაწერი ამა თუ იმ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ.
პროექტს წარვუდგენთ როგორც თანატოლებს, ასევე მშობლებსა და უფროსი კლასის მოსწავლეებს, დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია პროექტის წარდგენა სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც.
მონაწილეთა ასაკი: III კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი
მოსალოდნელი შედეგიპროექტის დროს ხდება მოსწავლეთა დაახლოება, ჯფუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,მოსწავლეებს უყალიბდებათ გარემოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. გაეცნობიან ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, გამოუმუსავდებათ ბუნებაზე დაკვირვების, მოძიებული ინფორმაციის დამუშავების, დახარისხებისა და აღწერის უნარი. ეუფლებიან საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ფართო აუდიტორიასთან კონტაქტს, უჩნდებათ მაძიებლობის სურვილი.         
სარგებელი სხვებისთვის: პროექტში ხდება სხვა მოსწავლეთა ჩართვაც, როგორც მსმენელის, ასევე უშუალოდ მონაწილის სახით. გაეცნობიან რა პროექტს სხვა კლასისა თუ სკოლის    მოსწავლეები, გაუჩნდებათ სურვილი, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტში. ხაწირის ტყის შესწავლა სხვადასხვა კუთხით შეიძლება, ეს კი სასიკეთოდ წაადგება როგორც თითოეულ მათგანს, ასევე ჩვენს რაიონს.
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან, საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება
პროექტის ფასილიტატორი: ნინო ჩიხრაძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: nino.chixradze@gmail.com